Monday, March 9, 2015

დღე მეცხრე

  დღეს დავამთავრეთ ტრენინგი თემაზე: პროექტზე დაფუძნებული სწავლება, რომელიც ძალიან დაგვეხმარება  შემდგომ მუშაობაში და ახალი ინოვაციების დანერგვაში, რაც მეტად სახალისოს გახდის ჩვენს მუშაობას და მეტად აუმაღლებს მოტივაციას ჩვენს პატარებს. ყოველივე ამისთვის დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს, დიმას, რომელიც ენერგიას არ იშურებდა, რომ ჩვენამდე ყველაფერი დაწვრილებით მოეტანა.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

Wednesday, March 4, 2015

დღე მერვე

  დღეს მეტად საინტერესო და სახალისო დღე გვქონდა.შევისწავლეთ  პროექტის დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის,  ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. ვისაუბრეთ დიფერენცირებაზე. შევისწავლეთ ტესტის შედგენა. ამ ყველაფერს აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში, რაც მეტად სახალისოს გახდის საგაკვეთილო პროცესს.

Monday, March 2, 2015

დღე მეშვიდე

გავეცანით მოსწავლეთა პროექტების შეფასებას.განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები, შევადგინეთ შეფასების ფორმები და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა და სასწავლო პროექტის გეგმის ხელმეორედ გადახედვას.

დღე მეექვსე

გავეცანით სასწავლო ნიუშების შექმნას, მოსწავლის სავარაუდო ნასრომის დაგეგმვა. შევეხეთ მოსწავლის პერსპექტივებთან დასახულ სასწავლო პროცესს და სასწავლო გეგმის გადახედვას. გამოვაქვეყნეთ ბლოგზე მაწავლებლის პრეზენტაცია.

ჩემი პროექტის პრეზენტაცია


Saturday, February 21, 2015

დღე მეხუთე

   დღეს განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მიღწევები, ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის  მოდელირებას და სწავლებას, კვლევაში ინტერნეტის გამოყენება, ინტერნეტკავშირი მსოფლიოსთან, ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენება.
   დღევანდელი დღე მეტად პროდუქტიული იყო, რაც ჩვენს მუშაობას მეტად სახალისოს გახდის, რისთვისაც მადლობა დიმას.

Sunday, February 15, 2015

დღე მეოთხე

   შევისწავლეთ  და განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები,  შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად,  ასევე პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე. ყველა ეს საკითხები ნამდვილად აქტუალურია, რაც ჩემი პროექტის განხორციელებისას ძალიან  დამეხმარება და სამუშაოს მეტად გამიადვილებს.
   დიდი მადლობა დიმას.

Saturday, February 14, 2015

დღე მესამე

    კმყოფილი ვარ დღევანდელი დღით. შევისწავლე ბლოგის შექმნა, გაკვეთილის დაგეგმვისას  სტანდარტების შესაბამისობა, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულებას.
     დიდი მადლობა ყოველივე ამისთვის  დიმას, ჩვენს ტრენერს.

Friday, February 13, 2015

ჩემი შეხედულება პროექტის შესახებ

   კმაყოფილი ვარ აღნიშნული პროექტით. ამ სახის აქტივობები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას.
   მადლობას მოვახსენებთ ჩვენს ტრენერს დიმა პოპოვს, რომელიც ენერგიას არ ზოგავს საკითხების ჩვენამდე მოსატანად.

    პატივისცემით, ნინო ფრიდონაშვილი